მთავარი » სტატიები » Мои статьи |
მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 452 ნაჩვენებია მასალა: 101-110 |
გვერდები: « 1 2 ... 9 10 11 12 13 ... 45 46 » |
დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ნახვებით
![]() .:: აღწერა ::. fy_cry. Fight Yard. ტერორების მიზანი: მოკალით ყველა მენტი. მენტების მიზანი: დახოცეთ ტერორები. ტურში არის 2 სნაიპერის კოშკი, ერთი მენტების ბაზასთან, მეორე ტერორების ბაზასთან. მენტებისა და ტერორების ბაზებს შორის არის ოთახი, სადაც ვერ შეხვალთ (კარები ჩაკეტილია). ამ ოთახში არის ბევრი იარაღი. როგორ მოვხვდეთ ამ ოთახში? მოდით შევამოწმოთ რა იმალება მცენარეების უკან რომელსაც ხედავთ მე-3 სკრინშოტზე. თითქოს არც არაფერი არ არის, მაგრამ რამოდენიმე ტყვიას თუ ესვრით, დაინახავთ გასასვლელს, სადაც არის ლიფტი, რომელსაც მიყავხართ მიწისქვეშა საიდუმლო ტელეპორტაციის ცენტრში. ამ ცენტრში არის ტელეპორტაციის მანქანა რომელსაც შეუძლია მოთამაშე გადაიყვანოს 4 ადგილას: 1. იარაღების ოთახში 2. მენტების ბაზაზე. 3. ტერორების ბაზაზე. 4. ტურ fy_snow-ში. (ტური არ შეიცვლება, უბრალოდ fy_snow-ში გაჩნდებით =)) როგორ გამოვიყენოთ ეს ტელეპორტაციის მანქანა? როგორც სკრინშოტებზე ხედავთ, ოთახში არის რამოდენიმე კომპიუტერი. მიდით იმ კომპიუტერთან რომელიც ყველაზე შორსაა ამ ოთახში შესასვლელი კარებიდან (იხილეთ სკრინშოტი #5). მიდით მარცხნიდან პირველივე კლავიატურასთან და დააჭირეთ ღილაკ "E"-ს. შემდეგ შედით ტელეპორტაციის მანქანაში და დაელოდეთ. მოთამაშე გაჩნდება იარაღების ოთახში. მენტების ბაზაზე გადასასვლელად, უნდა მიხვიდეთ მარცხნიდან მეორე კლავიატურასთან და დააჭიროთ ღილაკ "E"-ს. მესამე კლავიატურა გადაიყვანს მოთამაშეს ტერორების ბაზაზე, მეოთხე - ტურ fy_snow-ში. .:: სკრინშოტები ::. სკრინშოტი #1 სკრინშოტი #2 სკრინშოტი #3 სკრინშოტი #4 სკრინშოტი #5 სკრინშოტი #6 .:: წვრილმანები ::. * რამოდენიმე ტურის შეცდომა, ე.გ. "glithc"-ები არის წყალთან, მენტების ბაზასთან და ტერორების ბაზასთან ახლოს. * ლიფტი მოძრაობს ჰაერში. ანუ არ არის რელსები ან რაღაც ამდაგვარი რაზეც ლიფტმა უნდა იმოძრაოს. * Easter egg: ერთ-ერთი სნაიპერის კოშკის ქვეშ, ჩაკეტილ ოთახში არის მისტიკური gman (იხილეთ სკრინშოტი #6) .:: კრედიტები ::. ტურის ავტორი ალეკო "fR4gn0tiX!" მანაგაძე ორიგინალური fy_snow-ს ავტორები javeria furquan ![]() |