
მოკლე მიმოხილვა (წყარო -
wikipedia.org)
ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღატაკი რაინდები (ლათ. Pauperes commilitones
Christi Templique Solomonici), ასევე ცნობილი როგორც ტამპლიერები ან
ტამპლიერთა ორდენი (ფრანგ. Ordre du Temple ან Templiers), იყო ერთ-ერთი
ყველაზე ცნობილი სამხედრო ორდენი დასავლეთ ევროპაში არსებულ
სამხედრო-რელიგიურ ორდენებს შორის. [1] ორგანიზაცია არსებობდა ორი საუკუნის
მანძილზე შუა საუკუნეებში.
კათოლიკური რაინდული ორდენის წევრები შუა საუკუნეებში. ორდენი დააარსეს
ფრანგმა რაინდებმა იერუსალიმში I ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ (დაახლ.
1118-19). ორდენის მიზანი იყო სალოცავად მავალთა დაცვა და პალესტინასა და
სირიაში ჯვაროსანთა სახელმწიფოების განმტკიცება-გაფართოება. ტამპლიერები
ეწოდათ ორდენის დამაარსებელთა თავდაპირველი რეზიდენციის სახელწოდების
მიხედვით. ეს რეზიდენცია იმყოფებოდა ეკლესიის მახლობლად, რომელიც
გადმოცემით სოლომონის ტაძრის ადგილას იყო აგებული. ტამპლიერები ატარებდნენ
თეთრ მოსასხამს, რომელზედაც წითელი ჯვარი ჰქონდათ გამოსახული. 1128 წელს
შემუშავებული წესდებით (დაამტკიცა პაპმა ჰონორიუს II-მ) ორდენი მკაცრ
ცენტრალიზებულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. 1139 წელს პაპმა ინოკენტი II-მ
ტამპლიერებს დიდი პრივილეგიები უბოძა. ტამპლიერები აქტიურად მონაწილეობდნენ
XII-XIII სს ჯვაროსნულ ლაშქრობებში, ორდენი თანდათანობით მდიდრდებოდა და
მძლავრი პოლიტიკური ძალა ხდებოდა, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში
ტამლიერების ორდენი უდუდესი ფეოდების მფლობელი გახდა. ორდენის გამდიდრების
წყაროს ვაჭრობა, უმთავრესად მევახშეობა, წარმოადგენდა. ტამპლიერთა სახლი
პარიზში ფართო საბანკო ოპერაციების ცენტრი ხდება. 1291-დან ტამპლიერები ჯერ
კვიპროსზე, მერე კი ევროპაში, ძირითადად საფრანგეთში დამკვიდრდნენ. XIV
საუკუნის დამდეგს საფრანგეთის მეფე ფილიპ IV ლამაზი იწყებს ორდენის
წინააღმდეგ ბრძოლას. ტამპლიერებს ბრალი დასდეს მწვალებლობაში და მრავალ
სხვა მანკიერებაში და 1307 წლის 13 ოქტომბერს ორდენის თითქმის ყველა წევრი
დააპატიმრეს. 1310 წელს ორდენის დიდი მაგისტროსი ჟაკ დე მოლი და ყველა
ტამპლიერი დაწვეს. ორდენის ქონებას სამეფო ხაზინამ კონფისკაცია უყო, ხოლო
ავინიონის პაპმა კლემენტ V-მ 1312 წელს ორდენი საბოლოოდ გააუქმა.
ოფიციალური წესდებით, წევრობის მსურველს უნდა დაეტოვებინა ოჯახი,
ნათესავები. დაეთმო საერო ცხოვრება, საკვებად მხოლოდ პური და წყალი ეხმარა.
ასევე რაინდს უნდა ეტარებინა 3 სახის უბრალო სამოსელი. ეკრძალებოდა
ძვირფასი სამკაულების ტარება. თუ გარდაცვლილს ოქროს ან სხვა სამკაულს
უნახავდნენ, მას წმინდა მიწაზე აღარ მარხავდნენ, ხოლო თუ უკვე დამარხულზე
შეიტყიობდნენ სამკაულის ტარების ფაქტს, მის გვამს ამოსთხრიდნენ და ძაღლებს
მიუგდებდნენ საჯიჯგნად.
ტამპლიერთა ორდენის მიზანს ქრისტიანული საიდუმლოებების(საიდუმლო ცოდნის)
მოძიება წარმოადგენდა, რაც შეიტყვეს იერუსალიმის ჯვრის მონასტერის ბერებმა
და საიდუმლოს მათ ხელთ არსებული ნაწილი უცნობი მიმართულებით გაიტანეს.
ტამპლიერთა ორდენის დიდი მაგისტრების სია [რედაქტირება]
ჰიუგ დე პეინი - Hugues de Payens (1118-1136)
რობერ დე კრაონი - Robert de Craon (1136-1147)
ევერარ დე ბარი - Everard des Barres (1147-1174, გადადგა 1151)
ბერნარ დე ტრომელე - Bernard de Tromelai (1151-1153)
ანდრე დე მონბარი - Andr

|
|