მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2010 » ივნისი » 25 » მწყემსი კეთილი
00:36
მწყემსი კეთილი
მწყემსი კეთილი - 
OFFLine.Ge

ერთმა ქრისტიანმა სიზმარი ნახა - თითქოს კვდებოდა.
სიკვდილი მოდიოდა ისე, როგორც წიგნებშია აღწერილი: ნარნარი მოწყვეტა მიწიდან, საკუთარი სხეულის სიმაღლიდან დანახვა, შემდგომ ბნელ გვირაბში გასვლა, გვირაბის ბოლოს კი თვალისმომჭრელი ნათება და ამ ნათელისკენ ელვის უსწრაფესი ზე-აღსვლა.
ცოტა ხნის შემდეგ კაცმა საკუთარი თავი მდინარის პირას იხილა, უფალთან ერთად მიმავალი.
ძალიან შორს კი სამოთხის ბჭენი მოჩანდა...
იქ შესვლამდე მომაკვდავმა მოისურვა თვალი გადაევლო თავისი განვლილი ცხოვრებისათვის, - სურდა, გაეხსენებინა ყველა ნაკვალევი, რაც ქვიშაზე დატოვა.
მყესეულად უკან მოიხედა და დაინახა მთელი თავისი ცხოვრება, - მდინარის პირას, ცის კიდეზე, ერთიმეორის მიყოლებით კრთებოდნენ კადრები...
ქვემოთ კი, მდინარის გასწვრივ, ქვიშაზე მკვეთრად ჩანდა ორი წყვილი ნაკვალევი, - ერთი ეკუთვნოდა იესოს, მეორე - თავად მას.
კაცი გაოცებული დარჩა, რადგან ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდში, როცა სევდა ახრჩობდა და ყველაზე მეტად სჭირდებოდა უფლის შემწეობა, - მიწას მხოლოდ ერთის ნაკვალევი აჩნდა...
დამწუხრებულმა შეხედა მაცხოვარს და ჰკითხა: უფალო, ხომ შემპირდი, თუ შენს გზას დავადგებოდი, მუდამ ჩემთან იქნებოდი და წამითაც არ მიმატოვებდი; ახლა კი ვხედავ, ცხოვრების ყველაზე მძიმე დღეებში ჩემთან არ ყოფილხარ, - რად მიმატოვე, უფალო?!
იესომ გულში ჩაიკრა კაცი და ღიმილით მიუგო:
შვილო ჩემო, გჯეროდეს, რომ მუდამ მიყვარდი და არასოდეს მიმიტოვებიხარ, - ხოლო ის წყვილი ნაფეხური ჩემია, - როცა ყველაზე მეტად შეჭირვებული იყავი, სასოწარკვეთილს ნაბიჯის გადადგმა რომ აღარ შეგეძლო, ხელში აყვანილი დამყავდიო.
 
 
ნანახია: 913 | დაამატა: ana | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: