მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2010 » ივნისი » 25 » მართმადიდებლობა და მასონობა
03:11
მართმადიდებლობა და მასონობა
მართმადიდებლობა და მასონობა - OFFLine.Ge

მსოფლიო ინტეგრაციული პროცესი ქრისტიანული ესქატოლოგიის შუქზე

თანამედროვე რელიგიური და პოლიტიკური მსოფლიო ინტეგრაციულმა პროცესებმა მოიცვა: მსოფლიო გაერთიანებისთვის ინტენსიური მუშაობა უკვე ყველა დონეზე მიმდინარეობს; ე.წ. "მეექვსე მონარქია” _ მსოფლიო საინფორმაციო საშუალებები, ლამის დუჟმორეულნი უწევენ რეკლამას ამ იდეას, _ და ვაი მას, ვინც საწინააღმდეგო აზრის გამოთქმას გაბედავს _ დაუყოვნებლივ მიაკრავენ ნაცისტის, ბნელეთის მოციქულის, შავრაზმელის, ანდა რატომღაც, ანტისემიტისტის იარლიყს; თუ პოლიტიკური ფიგურაა, _ მისი კარიერა დაიჩრდილება(მაგ. მარგარეტ ტეტჩერი), თუ რელიგიური მოღვაწეა _ ფიზიკურ დევნამდეც მივა საქმე(მაგ. იერუსალიმის პატრიარქი დიოდოროსი), თუ დროზე "გონს არ მოეგო”, კაცობრიობი და პროგრესის მტრების რიგებში აღმოჩნდება.. ჩვენთვის _ სრულიად საქართველოსთვის, ამ პროცესის ცოდნა აუცილებელია, ვინაიდან საბჭოთა კავშირიდან გამოყოფასთან ერთად თავისუფალი არჩევანის წინაშე ვდგებით _ ჩავებათ მასში, თუ განზე გავდგეთ და დანარჩენი კაცობრიობის "რისხვა” დავიმსახუროთ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: მსოფლიო ინტეგრაციის არსი და მიზანი ბოლომდე გაცნობიერებული აქვს ოდენ ორ, ერთმანეთთან პოლარულად დაპირისპირებულ ძალას: ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიას და იმ ელიტას, რომელმაც შვა და წარმართა ეს პროცესი _ მსოფლიო მასონობას; დანარჩენი კაცობრიობა, მეტ-ნაკლებად, უმეცრებაში ჰგიებს. ამ ორი წყაროს განხილვით _ ქრისტიანული ღვთისმეტყველების და მასონური დოქტრინის შეჯერებით, მსოფლიო ინტეგრაციის რელიგიური და პოლიტიკური პორტრეტის სრულად წარმოჩენაა შესაძლებელი.. ვინაიდან საგაზეთო წერილის მოცულობა შეზღუდულია, შევეცდები შეძლებისდაგვარად მოკლედ, წყვეტილი ფრაზებით, ავხსნა ამ მოვლენის არსი. მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას, ვითარცა ღმრთივსულიერ მოძღვრებას, კაცობრიობის ყველა კითხვაზე პასუხი მოეპოვება. ჯერ კიდევ მე-2 საუკუნეში წმ. ირინეოს ლიონელი წერდა: "სხვაგან არ უნდა ვეძიოთ ჭეშმარიტება, რომელსაც ადვილათ მივიღებთ ეკლესიისაგან, რადგან მოციქულებმა, ვითარცა გაძთსაცავში, ისე დააუნჯეს ეკლესიაში ყველაფერი, რაც კი ჭეშმარიტებას შეეხება.. სწორედ იგია კარი ცხოვრებისა, ხოლო ყველა სხვა მასწავლებელი მპარავი და ავაზაკია..”_ ჩვენთვის საინტერესო პასუხს მართლმადიდებლური ესქატოლოგია იძლევა. მართლმადიდებლურ-ქრისტიანული ესქატოლოგია _ ეს არის მოძღვრება ქვეყნის აღსასრულზე, ეს აპოკალიფსური მოძღვრებაა. იგი მოცემულია საღმრთო გამოცხადებაში, ანუ _ბიბლიასა და წმიდა გადმოცემაში(წმ. მამებისა და ეკლესიის მასწავლებლების მოძღვრება). ქრისტიანული ესქატოლოგიის მიხედვით, ქრისტეს შემდგომ კაცობრიბაში ბოროტება თანდათან მოიმატებს, ხოლო კეთილმსახურება იკლებს; ამას შედეგად მოჰყვება საღმრთო მადლის მსოფლიოდან თანდათანობით გასვლა და კაცთა მოდგმაში უკეთურების გამრავლება. როდესაც ბოროტება ზენიტს მიაღწევს (ეს კი მოხდება ქვეყნის აღსასრულის წინ), მსოფლიოს მოევლინება პოლიტიკური და რელიგიური ლიდერი _ მსოფლიოს მბრძანებელი. იგი გააერთიანებს ყველა სახელმწიფოს თავისი ეგიდის ქვეშ, ასევე მოახდენს ყველა რელიგიის შერწყმას ერთ სინკრეტულ რელიგიად და თავს გამოაცხადებს კაცობრიობის მხსნელად, კაცღმერთად: "მხდომი იგი განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელდებულ არიან ღმრთად, გინა სამსახურებლად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თვისსა, ვითარც ღმერთი”(2 თეს. 2, 4); მიეცემა მას "ხელმწიფებაი ყოველსა ტომსა და ერსა და ენასა და ნათესავსა. და თაყუანი-სცენ მას ყოველთა მკვიდრთა ქვეყანისათა, რომელთა სახელები არა დაწერილ არს დასაბამითგან სოფლისაით წიგნსა მას ცხოვრებისა მას დაკლულის”(გამოცხ. 13, 7-8). წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ამ ადამიანს ეშმაკი მისცემს მთელ თავის ძალას, უფრო მეტიც, სატანა შესახლდება მასში და კაცი იქცევა ეშმაკის ჭურჭლად. ბიბლია სატანის ამ მოციქულს სახელსდებს _ "ანტიქრისტედ”. მისი ღვთისმბრძოლიმეუფება, რომელიც აღინიშნება ქრისტიანობის ჯერ არყოფილი საშინელი დევნულებით, გასტანს სამნახევარ წელიწადს და დასრულდება ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს დიდებით მეორედ მოსვლით, ანტიქრისტეს მოკვდინებით, საყოველთაო მკვდრეთით აღდგომითა და საშინელი სამსჯავროთი, რის შემდეგაც მართალნი დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს, ხოლო ცოდვილნი სატანასთან, მის დაცემულ ანგელოზებთან და ანტიქრისტესთან ერთად წავლენ მარადიულ სატანჯველში: ,,რომელს აქვს ტყვეობაი, წარვალს ტყვეობა; რომელი მახვილითა ჯერ არს მისი მოკვლაი, მახვილით მოიკლას" (გამოცხ. 13,10); ,,მხეცი იგი წარსაწყმედებლად წარვალს"(გამოცხ. 17,11); "ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურისგებაი მათთვის ადრე”(ლუკ. 18, 7, 8); "უფალმა აღღოცოს პირისაითა დაგანაქარვოს იგი გამოჩინებითა მის მოსვლითა მისისაითა”(2 თეს. 2,8); "შეპყრობილ იქმნა მხეცი იგი და ცრუწინასწარმეტყველი იგი.. და ცოცხლივ შთავარდნეს ორნივე იგი ტბასა მას ცეცხლისათა, რომელი იწუების წუმწუბითა.. და იტანჯებოდიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე”(გამოცხ.19, 20, 20;10)_ ასეთია ძალზე მოკლედ გადმოცემული ეკლესიის ესქატოლოგიური მოძღვრება ანტიქრისტეს მოსვლას საუკუნეების მანძილზე, დაცემულ ანგელოზთა ხელმძღვანელობით საიდუმლოდ ამზადებს ღვთისმბრძოლი კაცობრიობა. ამ მომზადებას, პავლე მოციქულმა "საიდუმლო უსჯულოებისა” უწოდა. ღვთისმბრძოლთა ელიტა, რომელიც ანტიქრისტეს ლაშქრის ავანგარდს შეადგენს, მის მიერვე სულიერად და გონებრივად კასტრირებული ადამიანების აპოსტასირებული უღმერთო მასები უკან ბრმად მიჰყვებიან. ეს ის ელიტა გახლავთ, ვისი წაქეზებითაც გონებადაბინდულმა ბრბომ ორი ათასი წლის წინათ იხუვლა: ,,ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგე!.. ამ ელიტის სახელია მსოფლიო იუდეა-მასონობა,რომელმაც არ სცნო და ჯვარს აცვა ჭეშმარიტი მესიაიესო ქრისტე,ხოლო ,,მხსნელად ანტიქრისტეს სასოებს. წმინდა მამების სწავლებით, პირველი სწორედ ეს ძალა აღიარებს და თაყვანს_სცემს ანტიქრისტეს, ვითარცა ღმერთს. არსებობს გადმოცემა, რომ ქრისტეს შობამდე 929 წელს მოხდა სიონელ ბრძენთა შეკრება(პირველი მასონური ლოჟა),სადაც შემუშავებულ იქნა მათი მესია-ანტიქრისტესათვის მსოფლიო გამზადების ინტელექტუალური გეგმა, რომლის გსნხორციელებაზეც საუკუნეების განმავლობაში თაობები მუშაობდნენ. ეს არის მსოფლიოს ინტეგრირებისა და მასზე მასონური ძალების გაბატონების გეგმა. ეს შეთქმულება მისტიკურად გამოიხატება გველის სახით, რომელიც აღნიშნულ წელს გამოცოცდა იერუსალიმიდან და მსოფლიოს და მსოფლიოს შემორკალვა დაიწყო; როდესაც გველის თავი საწინააღმდეგო მხრიდან კვლავ დაბრუნდება იერუსალიმში და კბილებს ჩასჭიდებს საკუთარ კუდს, მსოფლიო შემორკალვა დასრულდება და ანტიქრიტე შემოვა მსოფლიოში. გველი მოძრაობა გულისხმობს მასონური ლოჟების გავლენის ქვეშ მსოფლიოს მოქცევასა და მათს ბრძოლას ქრისტიანობასთან, რისი თვალსაჩინო მაგალითიცაა საფრანგეთისა და რუსეთის რევოლუციები(საზოგადოდ, დემოკრატიისა და რესპუბლიკის იდეები მასონურმა ლოჟებმა ქრისტიანული მონარქიების დასამხობად წამოსწიეს, ვინაიდან ქრისტიანული მონარქია ვინაიდან წმ. თეოფანე დაყუდებულის(19ს) სიტყვისამებრ, არის ერთგვარი შემაკავებელი მასონური საქმისა). ვინაიდან მკითხველი მოკლებულია ინფორმაციას მასონობზე, საჭიროდ ვთვლი, ვიდრე სახელდობრ ინტეგრაციას შევეხებოდე, ზოგადად მაინც წარმოვაჩინო ამ საიდუმლო ერთობის ნამდვილი სახე, თუ საერთოდ ვისთან, რა ძალასთან გვაქვს საქმე. ისტორიულად, როგორც ზემოთ ავღნიშნე, მასონობა ქრისტეს შობამდე, სოლომონ ბრძენის ეპოქაში იღებს სათავეს. ამას ადასტურებს არგენტინის ლოჯების დიდი მაგისტრი თავადი ნეელოვიც ( მასთან ინტერვიო პროგრამა ,,ვზგლიადის” ერთ-ერთ გამოცემაში გადაიცა), როდესაც ამბობს, რომ მასონობას თითქმის სამ ათას წლოვანი ისტორია აქვს. მასონები თავიანთ ერთობას ,,თავისუფალ ქვისმთლელთა ძმობას” უწოდებენ, ეყრდნობიან რა ძველ მასონურ გადმოცემას, რომლის თანახმადაც პირველი მასონები სოლომონის ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელი ოსტატი ადონირამი და მისი კირითხურონი ყოფილან; თანამედროვე მასონები თავს ადონირამის მიმდევრებად და მემკვიდრებად რაცხავენ. გვიანდელი მასონობის სამშობლო ინგლისია. 1648 წლის რევოლუციურ ამბებში, რაც მეფის მკვლელობით ,, დაგვირგვინდა”, წარმართველი როლი მასონებმა შეასრულეს. 1688 წლის მეორე რევოლუციამ სტუარტების დინასტიის ბოლო წარმომადგენელი იაკობ II აიძულა ტახტზე უარი ეთქვა და თავისი ადგილი ვილჰელმ III ორანელისათვის დაეთმო, რომელმაც გვირგვინი მასონთა ხელიდან მიიღო, მასონურ ,, თავისუფლებათა ქარტიისადმი” ერთგულების ფიცი დადო და გახდა მორჩილი იარაღი ,,თავისუფალ ქვისმთლელთა ძმობის”. 1717 წელს შედგა ინგლისის მასონური ლოჟების კრება, რომელზეც ჩამოყალიბდა ინგლისის დიდი ლოჟა. ლონდონში შეიქმნა ცენტრი, საიდანაც მთელ მსოფლიოს მოეფინა ,,მასონური სწავლების შუქი”. ამ ავ თვისებიანი სიმსივნის ( თუ რატომ _ ქვემოთ გამოჩნდება ) მეტასტაზები დღეს თითქმის ყველა სახელმწიფოზე ვრცელდება.

მასონობა ერთიანია, მიუხედავათ მცირე რიტუალური სხვაობისა; ლოჟა_ ეს არის (მათი გაგებით, რა თქმა უნდა) მთელი მსოფლიო; მასონურ რიტუალებს და სიმბოლოებს ებრაული წარმომავლობა აქვს; მასონური ლეგენდებიც (მათ შორის უმთავრესიც _ ,,ლეგენდა ადონირამზე”) ებრაული წარმოშობისა: მასონი ძმა ლუი ბლანი, იხსენებდა რა 1789 წლის რევოლუციურ ამბებს, წერდა: ყველგან, სადაც სხდომა მართავდა ლოჟის თავჯდომარე, ანდა _სკამის ოსტატი, საკურთხეველზე გამოსახული იყო მბრწყინავი დელტა, რომლის შუაგულშიც ებრაული ასოებით ეწერა _ ,,იეღოვა”, ამ სახელს ისე ვერ მიუახლოვდებოდი, თუ არ გაივლიდი ეგზოთერული (გარეგანი) და Eზოთერული (შინაგანი, დაფარული, ელიტარული) მასონობის აღმნიშვნელ ორ საფეხურს”. მიუხედავათ იმისა, რომ შოტლანდიური რიტუალის მასონები ოფიციალურად აღიარებენ თავს იუდეველთა ღმერთის მსახურად (არსებობს აგრეთვე ,,ქრისტიანული” ლოჟებიც), უმაღლესი იერარქიის ,, ძმები” გაცნობიერებული სატანიზმის ადეპტები არიან. ეშმაკის თაყვანისმცემლობა მასონური ელიტის, როგორც თვითონ Uწოდებენ თავს _ ეზოთერისტების, წილ-ხვედრია; დაბალი რანგის მასონები, ვითარცა პლებეები, უმაღლეს სატანურ ,,ჭეშმარიტებამდე” არ დაიშვებიან; ,,ჩვენ მასონები, _ ამბობს ლოჟა ,,ლესინგის” ალტმეისტერი ბროკლინი. _ ლუციფერის მოდგმას მივეკუთვნებით”. მსოფლიო მასუნური ორგანიზაციის სტრუქტურა მეტად რთულია, საგაზეთო წერილში შეუძლებელია დაწვრილებით განხილვა იმისა, რაც შესაძლოა უმსხვილეს ტომეულებს მოიცავდეს. უბრალოდ ვიტყვი, რომ მასონურ იერარქიულ კიბეზე 33 საფეხური არსებობს და 33-ე საფეხურის მასონები უმაღლეს ადეპტებად ითვლებიან; მაგრამ ზოგიერთი ღრმა მკვლევარი მასონობისა თვლის, რომ აღნიშნული იერარქია განეკუთნება ეგზოთერულ (გარეგან) მასონობას, ხოლო რეალურად მასონობას წარმართავს ღრმად კონსპირირებული ებრაული ელიტა, რომელიც ამავე დროს მთელი ებრაული მსოფლიო დიასპორისა და სახელმწიფო ისრაელის განმგებელიცაა; თავის მხრივ ამ ელიტას წარმართავს სამი კაცი, იუდეა-მასონობის ,,მესია” _ ანტიქრისტეს რეგენტები, რომელთა გამორჩევაც ხდება ეზოთერული მასონობის ,,საუკეთესო” ძალების წიაღიდან; ეს სამეული უშუალო მისტიკურ კავშირში იმყოფება დემონურ იერარქიასთან, რომლის ხელმძღვანელობითაც წარმართავს მთელს მსოფლიო შეთქმულებას და განამზადებს ქვეყნიერებას ანტიქრისტეს მისაღებად. ,,სამეული” ყველა დროში ზეკონსპირაციულია, ამიტომაც მასონების მკვლევართათვის არც ერთ ეპოქაში არც ერთი სამეულის არც ერთი წევრის ვინაობა არ გახსნილა... მსოფლიო მასონობის ემბლემა ხუთქიმიანი ვარსკვლავია; მასონების დიდი ბეჭედი _ ას არის წრეში ორი ურთიერთგადამკვეთი სამკუთხედი, _ ამათგან ერთი წვერით ზეაღმართულია, მეორე კი _ დაღმავალი; მასონური საშუალო ბეჭედი ექვსქიმიანი ვარსკვლავია; მცირე ბეჭედს წარმოადგენს წვერით ქვედამხობილი სამკუთხედი, რაც მასონობის მიერ იაზრება, როგორც ღვთის მოწინააღმდეგე ეშმაკის ,,გამარჯვება” სამჰიპოსტასოვან ღმერთზე. ,,თავისუფალ ქვისმთლელთა ორდენი” ღრმად კონსპირაციულია, ვინაიდან მასონური საიდუმლოს შენახვა ორგანიზაციის უმთავრესი წესია. ორდენში წევრად მიღების დროს, მომავალი ,,ძმა” დებს შემდეგFფიცს: ,,ვფიცავ სამყაროთა უზენაეს აღმშენებელს, არსად და არავის გავანდო ლოჟის ნებართვის გარეშე ფრანკ-მასონთა ნიშნების, შეხებათა, სიტყვების, დოქტრინის და წეს-ჩვეულებათა საიდუმლო... (შემდეგ ამას ვრცელი ტექსტი მოჰყვება _ გ.გ.) თუკი გარდავხდები ამ აღთქმას, დაე ამომიბუგონ გამდნარი რკინით ბაგენი; დაე მომკვეთონ ხელი, ამომგლიჯონ ენა და გადამიჭრან ყელის ძარღვი; დაე დაკიდონ ჩემი ლეში ლოჟის შუაგულში ახალი ძმის განდობის დროს, როგორც წყევლის და სიძულვილის სიმბოლო, შემდეგ დაწვან გვამი და ფერფლი განაქარვონ, რათა არ დარჩეს მოღალატის კვალიც კი (ეს ფიცი მასონური ურცხვობის ერთ-ერთი მწვერვალია: მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა მსოფლიოში მასონობის წაქეზებულია, უფრო მეტიც მთლიანად მისი ქმნილებაა, როგორც ვხედავთ, მასონობის მოღალატეებს სიკვდილით დასჯა, თანაც კანონიერი სასამართლოს გარეშე არაორაზროვნად ემუქრებათ _ გ.გ.)”. მასონობის დევიზი ასეთია: ,,მასონი უნდა იყოს მოქალაქე, მაგრამ პირველ რიგში _ მასონი”; ამასთანავე: ,,მასონობა უნდა იგრძნობოდეს ყველგან, მაგრამ არსად არ უნდა გამოჩნდეს აშკარად” (დიდი აღმოსავლეთის კონვენტი). მასონობის უახლესი მიზანია პოლიტიკური ძალაუფლების და გავლენის ხელში ჩაგდება, შემდეგ კი საზოგადოების ახალ საწყისებზე გარდაქმნა და აღზრდა. ,,მასონობას უნდა ჰქონდეს ძალაუფლება, რომელსაც ფლობს კიდეც და საზოგადოებრივ აზზრზე და საზოგადოებრივ აზზრზე გავლენას ახდენს”, _ განაცხადა იტალიური ლოჟიების დიდმა ოსტატმა ძმა ლემიმ...

უფრო დაწვრილებით რომ გაეცნოთ, შედით ამ ლინკზე
ნანახია: 935 | დაამატა: ana | რეიტინგი: 4.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: