მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 13 » მამათა გამონათქვამები
05:23
მამათა გამონათქვამები
მამათა გამონათქვამები - OFFLine.Ge

სასოწარკვეთილებაზე

სასოწარკვეთილების წუთებში იცოდეთ, რომ უფალი კი არ გტოვებთ თქვენ, არამედ თქვენ ტოვებთ უფალს.
ს.ა. ნილუსი

ყოველგვარ მწუხარებაში: ავადმყოფობაში, შეჭირვებაში, გაურკვევლობასა და უსიამოვნებაში უმჯობესია ნაკლები იფიქრო და ცოტა ესაუბრო საკუთარ თავს, მეტი ილოცო, თუნდაც ხანმოკლედ შეევედრო ქრისტე ღმერთსა და მის ყოვლადწმიდა დედას. ამგვარად სასოწარკვეთილება გაივლის და გული ღვთის იმედითა და სიხარულით აღივსება.
ღირსი ანტონ ოპტინელი

ეშმაკის მზაკვრული საქმეა სასოწარკვეთილება ჩაგვინერგოს მას შემდეგ, რაც ცოდვაში ჩაგვაგდებს.
აბბა სტრატილატე

შურზე

შური მკვლელობის ტოლფასია, შური იყო მიზეზი პირველი კაცისმკვლელისა, მერე კი – ღმერთის მოკვლისაც.
წმ. გრიგოლ პალამა

სიმდიდრესა და სიგლახაკეზე

თქვენ ფლობთ მრავალგვარ სიმდიდრეს? ნუ დაგავიწყდებათ, რომ საბოლოოდ გექნებათ ბინა ორი ნაბიჯი სიგრძეში და ექვსი – სიგანეში, ხოლო ერთი საფლავის ქვა სავსებით საკმარისი იქნება თქვენი დაცვისათვის.
წმ. ბასილი დიდი

ხშირად შეაგონებდე საკუთარ თავს, რომ ან სიმდიდრე დაგტოვებს მოკლე ხანში, ან შენ დატოვებ სიმდიდრეს.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

თავისუფალია ის ადამიანი, ვინც ხორციელ სიტკბოებას და გრძნობისმიერ სიამოვნებას კი არ ემონება, არამედ ბატონობს თავის სხეულზე გონიერი განსჯისა და კეთილკრძალულების გზით. მადლიერია და კმაყოფილია იმით, რასაც ღმერთი აძლევს, თუნდაც კი ძალზე მცირე იყოს.
როგორც ზომაზე მეტად გრძელი სამოსი უშლის მოგზაურს ხელს სიარულში, ასევე ზედმეტი ქონების შეძენის სურვილი არ აძლევს ნებას ადამიანს, სულის ხსნისათვის იღწვოდეს და საუკუნო ცხოვრება დაიმკვიდროს.
წმ. ანტონი დიდი

რა არის სიმდიდრე? სიმდიდრე კარგი რამეა... მე მის საწინააღმდეგოდ რა მეთქმის, მაგრამ ის მაინც არ არის საჭირო პირობა ბედნიერებისა. უიმისოდ ბედნიერება კარგადა გრძნობს თავს და იგრძნობს კიდევ, თუკი ჩვენ ვიქნებით ისეთი ადამიანები, რომლებიც უპირველესად ზნეობრივი მხარის დაკმაყოფილებას ესწრაფვიან.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

სიცრუესა და თვალთმაქცობაზე

შეამჩნევდით, უპატიოსნო ადამიანი განუწყვეტლივ ლაპარაკობს პატიოსნებაზე. ნუ ენდობით მას, ვინც პატიოსნებისა და სიუხვის ზედმეტად მაქებარია და ნუ გგონიათ, რომ დაგიცავთ ის, ვინც უზომოდ და ყველგან ლაპარაკობს სიმამაცეზე.
თვალთმაქცები, ჩვეულებრივ, სხვებს იმისთვის კიცხავენ, რასაც თვით აკეთებენ, თანაც გაცილებით ხშირად.
მძიმე მდგომარეობაა, როდესაც ბაგეზე სიწმინდეა, ხოლო გულში უკანონობა და ბოროტება.
აბბა ისაია

ნუ ცდილობ ეჩვენო სხვებს მართლად, არამედ იყავი ასეთი - რადგან ცნობილია, რომ მას არ აქვს სიმართლე, ვისაც სურს ასეთი ჩანდეს.

გულისთქმებზე

როგორც ბევრი შეშა ცეცხლს აღაგზნებს, ისე ბევრი ჭამა-სმა აღაგზნებს ბოროტ გულისთქმასა.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი

ვერ დაიმკვიდრებ ზეციურ სასუფეველს, თუ საკუთარი სურვილებისა და აზრების მბრძანებელი არ გახდები.
წმ. დიმიტრი როსტოველი

ეშმაკს არ მიესვლება სულში, რომელიც არანაირ ვნებას არ ასაზრდოვებს. ასეთი სული ნათელია და ეშმაკს მისი შეხედვა არ ძალუძს. როდესაც სული ვნების აღძვრას დაუშვებს და დაეთანხმება მას, დაბნელდება. ეშმაკი დაინახავს, მიუახლოვდება და იწყებს მასზე ბატონობას. სულს, უმთავრესად, ორი მოძრაობა აშფოთებს – სიძვა და მრისხანება.
წმინდა თეოფანე დაყუდებული
ნანახია: 686 | დაამატა: ana | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: