მთავარი » 2010 სექტემბერი 13 » ქრისტე ჩვენთვის ყველაფერია
05:36 ქრისტე ჩვენთვის ყველაფერია |
ქრისტე ჩვენთვის ყველაფერია 1.ბერი პორფირე ამბობდა: ,,ცხოვრება ქრისტეს გარეშე სიცოცხლე კი არა, სიკვდილია. როცა ყველა შენს საქმესა და აზრში ქრისტეს ვერ ხედავ , ე.ი. ქრისტეს გარეშე ცხოვრობ.’’ 2.იგივე ბერი ამბობდა: ,,ქრისტე-ჩვენი მეგობარია, ჩვენი ძმაა,იგია ის, რაც კარგია და მშვენიერია. ქრისტეს არ გააჩნია პირქუშობა, არც მელანქოლია, არც შინაგანი ცვლიებები. ადამიანი კი იტანჯება სხვადასხვა ზრახვბითა და მდგომარეობით, რომელიც მას დროდადრო თრგუნნავს და მასში შფოთი შემოაქვს.ქრისტე კი სიხარულია, სიცოცხლე,ნათელი, ნათელი ჭეშმარტი, რომელიც ახარებს ადამიანს, ფრთებს ასხამს, ძალას აძლევს დაინახოს ყველა და ყველაფერი, უთანაგრძნოს ყველას და სურს, რომ ყველა მასთან მის გვერდით იყოს . 3.პატმოსელი ბერი ამფილოქი,ადამიანზე,რომელიც თავის უამრავი საზრუნავისას ქრისტეს ივიწყებს,ამბობს: „ ბევრჯერ მოდის ქრისტე და გიკაკუნებს კარზე,შენ კი მას შენი სულის მოსაცდელში ალოდინებ და საზრუნავში ჩაფლული ივიწყებ ამ უდიდეს სტუმარს,იგი ელის შენს გამოჩენას,ელის და ,როცა ძალიან იგვიანებ,მიდის,ზოგჯერ კი საზრუნავში ჩაფლული,მას მხოლოდ ფანჯრიდან ეხმიანები,იმის დროსაც კი ვერ პოულობ კარი,რომ გაუღო". 4.იგივე ბერი ამბობდა: „ადამიანს,რომელსაც არ ჰყავს ქრისტე,ყველაფერი რთული და ბნელი ეჩვენება" „როცა ადამიანს გულში არ ჰყავს ქრისტე,მაშინ იქ ფული,ქონება და ადამიანები მკვიდრობენ". 5. ადამიანებისთვის შეუცნობი ღვთის განგებულების შესახებ ბერი პორფირი ამბობდა : „ ღვთისკენ სავალი გზების შეცნობის დასაწყისში,ადამიანები წინ ცხადად ქაოსს ხედავენ და თავგანწირულ ყვირილს იწყებენ : „ გვიშველეთ,ქაოსში ვარდებით, გზა დაგვებნა! ყველამ უკან დავიწიოთ,უკან ! ჩვენ შევცდით ! „ ასე ადგებიან ისინი ღვთისკენ სავალ გზას და სწორედ მაშინ იწყებს გაბრწყინებას მათში მართლმადიდებლური რწმენა,ღმერთი ფარულად ისე მოქმედებს,რომ არ თრგუნავს ადამიანის თავისუფლებას.იგი ისე აწყობს,რომ ადამიანი ნელ-ნელა შემობრუნდეს და მიდის იქეთ საითაც საჭიროა „ 6.ხიოსელი ბერი ანთიმოზი ამბობდა: „ ღვთის ნების გარეშე ქვაც კი არ იძვრის ადგილიდან,ფოთოლიც კი არ ცვივა". 7.ბევრი ევსევი, „ზოიას" (სიცოცხლის) საძმოდან,თავის სულიერ შვილს წერდა: „როცა ღმერთი ადამიანს შორდება,მაშინ ადამიანი ყველა ცოდვაში ვარდება და კარგაბს რწმენასაც.შენ ღვთის ქმნილება ხარ და როცა მისდამი რწმენითა და მისი ნებით იცხოვრებ,მხოლოდ მაშინ გახდები მისი შვილი,ვისზედაც იგი ყოველთვის სათუთად ფიქრობს და ზრუნავს,სრულყოფილებას რომ მიაღწიოს". 8.წმინდა ანთიმოზი ღმერთის მიერ ადამიანის დასახმარებლად,გამოყენებულ საშუალებებზე ამბობდა: „კეთილი ღმერთი გამუდმებით აღძრავს ადამიანს სიკეთისთვის.იგი ხან თავად ადამიანს განანათლებს,ხან ნიშანს აძლევს,ხან ნუგეშს უგზავნის სხვა ადამიანის სახით.ყელა ამ საშუალებით კი იგი,თავისი განუსაზღვრელი კეთილს ნაწლეობით,ცდილობს დაეხმაროს ადამიანს მასთან მისვლასა და ცხონებაში". სხვაგან კი ამატებს: „ადამიანს ღმერთი ასეც ეხმარება: ზოგჯერ მოძღვარს შეახვედრებს,რომელსაც მისთვის რჩევის მიცემა შეუძლია; ზოგჯერ ანგელოზის მეშვეობით გონებას გაუნათებს; ზოგჯერ კეთილ ზრახვას შთააგონებს; ზოგჯერ კი მას ღვთაებრივი აღმაფრენაც ეხმარება,რომელიც სწორედ მისგან ეძლევა" 9.ბერი იერონიმე ამბობდა: „ დაუკვირდით როგორ გადის ყოველი დღე,მომავალი მიანდეთ ღვთის განგებულებას,მაშინ ღმერთი შეგეწევათ,რაც ღმერთს სურს,ღმერთს სურს ისე იქნება,ნუ იზრუნებთ მომავალზე.ნუ დაამძიმებთ გონებას მასზე ფიქრით,ამაში ღმერთი შეგეწევათ". 10.ღვთის სიყვარულზე საუბრისას,ბერი ანთიმოზი აღნიშნავდა : „ ღმერთი არ გამოყოფს მართალს ცოდვილისაგან,არც ბოროტს ადარებს კეთილს,იგი არ უყურებს სად იმყოფება ადამიანი ცოდვასა თუ სათნოებაში,სიკეთესა თუ ბოროტებაში,ღმერთი ადამიანის დასახმარებლად იმ წუთს ელის,რომელიც ადამიანს მაასთნ მიაახლოებს" |
|
სულ კომენტარები: 0 | |