მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 26 » იუდას სახარების ისტორია
04:49
იუდას სახარების ისტორია
იუდას სახარების ისტორია - OFFLine.Ge

ჯი-ეიჩ-ენი) "იუდას სახარების” ტექსტი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ვაშინგტონში, ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოების საიტზე გამოაქვეყნეს. საქმე ეხება |||-|| საუკუნეების პაპირუსს, რომელსაც ეგვიპტეში 1970 წელს მიაკვლიეს. ამ ტექსტის მიხედვით, იუდას არ გაუყიდია იესო ქრისტე, არამედ გასცა იგი მისივე თხოვნის თანახმად. იუდას სახარება დაწერილია საკლას – ძველ კოპტური ენის ერთ-ერთ დიალექტზე. მანუსკრიპტი 62 პაპირუსის გვერდისგან შედგება. ტექსტი შედეგი სიტყვებით იწყება: "საიდუმლო ჩანაწერები იესო ქრისტეს გულწრფელი საუბრებისა იუდა ისკარიოტელთან, რომელიც ერთ კვირა გრძელდებოდა და აღდგომამდე სამი დღით ადრე დასრულდა”.. იუდა თავის სახარებაში მოვლენათა თავისეულ ვარიანტს გვთავაზობს. მისი თქმით, იგი იესო ქრისტეს უსაყვარლესი მოწაფე იყო და დასასჯელად მხოლოდ მისივე თხოვნით გადასცა. "შენ ყველა მათზე აღმატებული გახდები, რადგან შენ გასცემ ადამიანს, რომლშიც მე განვსხეულდი”, – ნათქვამია სახარებაში. ტექსტს ინგლისურ ენაზე თარგმნის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დეტალურად მუშაობს პაპირუსზე. ჯგუფს ხელმძღვანელობს პასტორი და ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი, რუდოლფ კასერი, რომელიც კოპტური კულტურის ერთ-ერთ წამყვან მკვლევარად ითვლება. აშშ-ის ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოების წარმომადგენლის ტერი გარსიას განცხადებით, "იუდას სახარებას” მალე 18 ენაზე თარგმნიან.


იუდას სახარება არის დოკუმენტი, რომელსაც კაენიტები, ადრეული ქრისტიანული გნოსტიკური სექტა, იყენებდნენ, და რომელიც 2006 წელს გამოქვეყნდა ნაწილობრივი რეკონსტრუქციის შემდეგ.დაახლოებით 50-მდე ნამუშევარი არსებობს, რომელსაც მიიჩნევენ ადრეული ეკლესიის "სახარებებად”, თუმცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მხოლოდ 20 მათგანზე არსებობს, რომელთაგან ოთხი მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს კანონიკური სახარებებია. იუდას სახარება ერთ-ერთია 16 დანარჩენი სახარებიდან, რომელთა შესახებ გარკვეული ინფორმაცია ისტორიულად შემონახულ იქნა ადრეულ ეკლესიურ ნაწერებში.ერთადერთი ცნობილი მანუსკრიპტი, რომელშიც ამ სახარების ტექსტია დართული არის ბოლო დროს 1700 წლის შემდეგ აღმოჩენილი ტყავგადაკრული პაპირუსის მანუსკრიპტი ეგვიპტის უდაბნოდან. პაპირი, რომელზეც სახარებაა დატანებული ფრაგმენტულია და მისი ზოგიერთი ნაწილები დაკარგულია. როდოლფ კასერის თანახმად, კოდექსი თავდაპირველად 62 გვერდიანი იყო. აღმოჩენისას მანუსკრიპტიდან რამდენიმე ფურცელი ამოღებული და გაყიდული იქნა ცალცალკე და დღემდე ერთობლივად მხოლოდ 26 გვერდმა მოაღწია. თუმცა დროდადრო, დაკარგული ფურცლებიც ჩნდება, მათ მფლობელთაგან გაყიდვის მსურველთა გამოჩენისას.იუდას სახარების მანუსკრიპტის რადიოკარბონულმა დათარიღებამ ის მე-3 და მე-4 საუკუნეებს მიაკუთვნა. შედარებისთვის ყველაზე ძველი ფრაგმენტი იოანეს სახარებიდან – პაპირუსი P52 – თარიღდება 125 წლით. თუმცა იუდას სახარებას მიიჩნევენ უფრო ძველი დაახ. 130 წლის მანუსკრიპტის ასლად. ეს დაახ. 100 წელიწადშია იესოს გარდაცვალების ბიბლიურ თარიღიდან.იუდას სახარება თავდაპირველად ბერძნულად უნდა ყოფილიყო დაწერილი, ტუმცა მანუსკრიპტი ძველ კოპტურ ენაზეა. უეჭველია, რომ იუდას სახარების ავტორად იუდა ისკარიოტელს არ მიიჩნევენ, თუმცა მკვლევარებს ახალ აღთქმაში იოანეს სახარების ავტორობაზეც მრავალი ეჭვი აქვთ.



XX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში ეგვიპტის ქალაქ ელ-მინიას მახლობლად უცნობმა პირმა იპოვა 62 ფურცლისგან შემდგარი პაპირუსი. პაპირუსი იმდენად ძველი იყო (ჩვ. წ-აღ. III-IV სს), რომ ჩვენს დრომდე მისი მოღწევა და ზედ რაიმეს წაკითხვა რომ შეიძლებოდა – უკვე პატარა სასწაული იყო. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს იმიტომ მოხდა, რომ იმ ადგილზე, სადაც პაპირუსი ინახებოდა, საკმარისი ტენიანობა იყო, თორემ ძველი ხელნაწერი მტვრად იქნებოდა ქცეული.

წიგნმა შვეიცარიაში ამოჰყო თავი, შემდეგ საიდანღაც აშშ-ში მოხვდა და 20 წელი იქ გაატარა. სახელოვანი თუ უსახელო კოლექციონერების ხელიდან ხელში პაპირუსის მოგზაურობა 2001 წელს ისევ შვეიცარიაში, უძველესი ხელოვნების გადარჩენის ფონდ "მაკენასში” დასრულდა (შესყიდულ იქნა ფასში, რომელიც არ გაუხმაურებიათ), რომლის დაფინანსებითაც სხვადასხვა ქვეყნის კოპტოლოგები, პაპიროლოგები, რესტავრატორები მკაცრად გასაიდუმლოებულ სახელოსნოში შეუდგნენ უძველესი წიგნის ფურცლების წმენდას, ფოტოგრაფირებას, თარგმნას…

სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ყოფილი ჟენეველი პროფესორი, ამჟამად მღვდელი რუდოლფ კასერი, ცნობილი კოპტოლოგი. ხუთი წლის დაუღალავი შრომის შედეგად, 2006 წლის აღდგომისათვის, როგორც იქნა გამოქვეყნდა პაპირუსის პირველი თარგმანი.

როგორც ამბობენ, "იუდას სახარების” ნამდვილობა დადასტურებულია ხუთი სხვადასხვა საიმედო მეთოდის გამოყენებით.

მაკენასის დირექტორს. მარიო ჟან რობერტის, მიაჩნია, რომ ამ ტექსტის ასლები ვატიკანის სარდაფებშიც მოიძებნება, მაგრამ ეკლესია ამაზე დუმს.

პაპირუსი, როგორც სჩანს, წარმოადგენს ბერძნულიდან თარგმანს საკლას ენაზე – ეგვიპტელი ქრისტიანების – კოპტების ენაზე. კოპტებს ეკრძალებოდათ განადგურება ტექსტისა, რომელშიც სიტყვა "ღმერთი” იყო ნახსენები რაიმე კონტექსტით. ალბათ ამანაც გადაარჩინა ეს წიგნი თავის დროს განადგურებას.

საკუთრივ "იუდას სახარება” ამ მანუსკრიპტის მხოლოდ ერთი ნაწილია. პაპირუსის "ნამდვილი სახელია” ჩაკოსის კოდექსი და შედგება შემდეგი ტექსტებისაგან:

1. გნოსტიკური კოდექსი, დაწერილი კოპტური ენის საიდურ დიალექტზე. მასში შედის:

• იუდას სახარება;

• იაკობის პირველი აპოკალიფსი;

• პეტრე მოციქულის წერილი ფილიპე მოციქულს;

• "სხვარჯულისანთა წიგნი”…

2. "გამოსვლა” ბერძნულად.

3. პავლეს წერილები საიდურ დიალექტზე.

4. "მათემატიკური ტრაქტატი” ბერძნულად.

ფონდი აცხადებს, რომ კვლევის და აღდგენის დამთავრების შემდეგ პაპირუსს უსასყიდლოდ გადასცემს კაიროს კოპტურ მუზეუმს, სადაც ის ხელმისაწვდომი იქნება ყველა მკვლევარისათვის. ჯერჯერობით ფურცლები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

თარგმანი შესრულებულია ინგლისური ტექსტის მიხედვით.

ცნობები ამ საინტერესო დოკუმენტზე, რომელიც აქამდე დაკარგულად ითვლებოდა, მოიპოვება ირინეი ლიონელის (დაახლ. 130-200 წწ) შრომებში, სადაც ის ლაპარაკობს "კაენიტების საშინელ სექტაზე”, რომლებიც ამ სახარებით ხელმძღვანელობდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ კაენი – უმაღლესი ძალის წარმომადგენელია, აღიარებდნენ ისავს, ქორეის მოდგმასა და სოდომიტებს თავის თანასწორად. ირინეი ლიონელი წერს: "შემოქმედი ებრძოდა მათ, მაგრამ ვერაფერი დააკლო, რადგან სოფიამ შეძლო გადაერჩინა და დაებრუნებინა ყველაფერი, რაც მას ეკუთვნოდა. იუდა-მოღალატეს ეს მშვენივრად ესმოდა, მან მოციქულთაგან ერთადერთმა გაიგო ჭეშმარიტება და ჩაიდინა გამცემლობა, რითაც, მათი სიტყვებით, ყოველი მიწიერი განიყო ზეციერისაგან. მათ შექმნეს ცრუ წიგნი – იუდას სახარება”.

ჩაკოსის კოდექსის ბევრი ტექსტი ემთხვევა 1946 წელს კაიროს მუზეუმის მიერ ანტიკვარისაგან ნაყიდ მანუსკრიპტში შემავალ ტექსტებს, რომელთა კვალმა მუზეუმის თანამშრომლები ნილოსის ნაპირზე მდებარე უძველეს ქალაქ ჰენობოსკიონის ნეკროპოლებთან მიიყვანა. ქალაქს ეხლა ნაგ-ჰამადა ჰქვია და ეს მანუსკრიპტები "ნაგ-ჰამადას ხელნაწერების” სახელითაა ცნობილი. თეოლოგიური უთანხმებები ამ ორ ხელნაწერს შორის არაუმეტესია, ვიდრე ახალი აღთქმის სხვადასხვა ტექსტებს შორის (თუ არ განვიხილავთ ე. წ. რედაქციულ თეორიას, რომლის თანახმადაც ახალი აღთქმის ტექსტების უმეტესობა მიღებულ იქნა უფრო ადრინდელი, თავისი წარმოშობით გნოსტიკური ტექსტების რედაქტირების შედეგად).

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, "იუდას სახარება” არ არის "სახარება იუდას მიერ”, არამედ "სახარება იუდას შესახებ”, რადგან თუ ავტორად ნაგულისხმევი იქნებოდა თვით იუდა, მისი სათაური უნდა ყოფილიყო euaggelion kata ioudac, არადა არის euaggelion ioudac, ანუ გამოტოვებულია kata – "მიერ”.

ჩაკოსის 62-ფურცლიან კოდექსში "იუდას სახარება” 33-დან 58-ე ფურცლამდეა. ფურცლის ნომრები ტექსტშივეა ჩართული ფრჩხილებში (მაგ: (37)). კვადრატულ ფრჩხილებში მოთავსებულია ის, რისი ამოკითხვაც ვერ მოხერხდა, ან ამოიკითხეს, მაგრამ საეჭვოა.
ნანახია: 874 | დაამატა: ana | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: