მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 26 » განსაცდელები
04:46
განსაცდელები
განსაცდელები - OFFLine.Ge

განსაცდელები


1. განსაცდელისათვის წინააღმდეგობის გასაწევად საჭიროა ყურადღება.ამის შესახებ ბერი ამფილოქი ამბობდა: „როცა ვინმე ძაღლს ქვებს ესვრის,ძაღლი,ქვის მსროლელის ნაცვლად ქვას მივარდება და კბენს.ჩვენც ასე ვიქცევით.მაცდური გვიგაზვნის ვინმეს,სიტყვებით ან საქციელით რომ.ჩვენც ნაცვლად იმისა რომ მის გამომგზავნელს მივარდეთ,ვკბენთ ქვას - მოყვასს,რომელიც კეთილის მოძულემ გამოიყენა".

2.იგივე ბერი აღნიშნავდა: „განსაცდელის ჟამს უნდა დავითმინოთ და ვილოცოთ მაცდური თავის საქმის დიდოსტატია.იგი უკანასკენელებს პირველებს გახდის.მაცდური შიშობს,განიცდის და გარეგნულ ბრძოლას აღძრავს,იგი ძალიან დახვეწილია ამაში და ადამიანი ადვილად იწყებს ორჭოფობას და ყოყმანს,რის გამოც მერე ბევრი განსაცდელი ატყდება თავს,განსაცდელის ჟამს ღვთის მადლი გადმოდის,როცა ვინმე განსადელით გამოიცდება,რწმუნდება თავის უძლურებაში,მდაბლდება და ამით ღვთის მადლს მიიზიდავს,ნუ შეგაშინებთ განსადელების ქარტეხილები.ისინი თქვენ ვერაფერს დაგიშავებენ" .

3.ეშმაკის ხრიკებზე ბერი ეპიფანე წერდა: „რა მზაკვარია ეშმაკი ! ქრისტიანული ქორწინებით შეუღლებულ ბედნიერ ახალგაზრდა წყვილს,იგი ჩასჩურჩულებს: „რამდენად კარგი იქნებოდა მონასტერში რომ წასულიყავით და სულიერი ზეციური სიხარული განგეცადათ,ოჯახურ საზრუნავს მოშორებულნი,რომლებიც ასე გითრევთ და ქვემოთ მიგაქანებთ!" სხვებს,კი,რომლებიც მონასტერში წავიდნენ და ქალწულება ქრისტეს შესწირეს,ჩასჩურჩულებს: „რამდენად უკეთესუი იქნებოდა დაქორწინებულიყავით და სახლი მოგეწყოთ:გეცხოვრათ ოჯახური ბედნიერებით,მკაცრი ასკეტიზმისა და მარტობისგან შორს,რაც ასე გამძიმებთ". და თუ თუ ამ ხმას აყოლილინი დაქორწინელბულნი ბერობას გადაწყვეტდდა,ბერი კი დაქორწინდებოდა, მაშონ იგი პირიქით დაუწყებდა მათ ჩურჩულს და ყველაფერს ამა სიმიტომ გააკეთებდა რომ ისინი სასოწარკვეთილებაში ჩაეგდო და ცხონების გზიდან აეცდინა,რადგანაც კურთხეული ქორწინება და ქრისტესთვის ქალწულებაც - ორთავე მაცხოვნებელი გზაა".

4.ბერი ევსევი ეშმაკის თავდასხმების შესახებ ამბობდა: „ ეშმაკისთვის უფრო ადვილია ჯერ მარჯვნივ დაგვარტყას და მერე იქიდან უფსკრულში ჩაგვაგდოს,რადგანაც ამას უფრო ღვთის მოშურნეობის,სათნოების და მოვალეობის მოხდის ელფერი დაჰკრავს,და ეს უფრო სახიფათოა,ვიდრე მარცხნიდან შემოტევა,საიდანაც ცოდვა ნათლად სჩანს.ჩვენ ყოველთვის უნდა შევინარჩუნოთ სულერი სიმშვიდე. „თუ ხედავთ,რომ გარშემომყოფნი არ ეთანხმებიან ,ნუ გაიკვირვებ.უფლის სიტყვებიდან ჩვენ ვიცით,რომ ეშმაკი ზემოქმედებს ადამიანთა აზრებზე და აბნელებს მათ გონებას,რომ მათთვის სასარგებლო არ დაინახონ და ღვთის ხმას არ დაემორჩილონ".

5.განსაცდელისადმი წინააღმდეგობის გაწევაზე ბერი პორფირე გვირჩევდა: „იარეთ თქვენი გზით ეშმაკი შეეცდება თავისი ზრახვებით მოვიდეს,ხელი წაგავლოს და გზიდან გადაგიყვანოს.მაგრამ თქვენ ნუ გაუბავთ მას საუბარს და ნურც შეეწინაღმდეგებით.ასე ის დამარცხდება და თავს დაგანებებთ".

6.ბერი იოსები ამბობდა: წვდიადის ხელისუფალნი „ტკბილეულითა და ლახათ-ლუხუმით კი არ მარცხდება,არამედ ცრემლის ღვრით,სიკვდილამდე სულის ტკივილით,უკიდურესი მორჩილებით,უდიდესი მოთმინებით და განუწყვეტელი ლოცვით".

7.მოღვაწე ქრისტიანის სულს ეშმაკი სხვა თავდასხმების გარდა მწუხარების სულითაც ესხმის თავს,ამის შესახებ ბერი დანიელი ამბობდა: „ეს მწუხარება სულში შეურაწყოფასთან ერთად კი არ შემოდის,როგორც ეს ეშმაკს სხვა შემთხვევაში ახასიათებს,არამედ იგი ჯერ სიფრიფანა გონიერი აპკით ფარავს ერთდროულად სულს და ყველა მის ძალას,უხეშს ხდის მას და გამოუსადეგარს ლმობიერებისთვის,მერე კი უკვე ადამიანს ართემს რწმენას და მოშურნეობას,გონებას კი - ძალას,მაცხოვნებელი აზრები რმ შვას" .

8.ბერი პაისი ამბობდა,რომ ღმერთი უშვებს განსაცდელს, „რომ მწუხარებით და ტირილით ჩვენი სული ჭუჭყიდან განიწმინდოს და იგი უმწიკვლო გახადოს,: და იძულებულნი გავხდეთ თავის საცხოვნებლად ღმერთს მივმართოთ".

9.ბერი დანიელი ამბობდა: რომ „დემონს ისე არაფერი ახარებს,როგორც საკუთარ „მე"-სთან მომუშავე ეგოისტთან ურთეიერთობა,რომელიც მიუხედავათ იმისა თუ რას წარმოადგენს- ღვთისმტყველს,მხურვალე თუ უდიდესს მოღვაწეს; და პირიქით,მას ძალიან ეშინია თავმდაბალ და მორჩილ ადამიანთან ურთიერთობა".

10.ეშმაკი ყველგან არის.ბერი იოსები მოღვაწეების ლოცვის შესახებ ამბობდა: „სულს,სხეულსა და გარემომცველ სამყაროში,სადაც ადამიანი ფორმირდება, ყველგან ჩასაფრებულია კბილებამდე შეიარეღებული მტერი.იგი ხელიდან არ უშვებს ხელსაყრელ შემთხვევას,დათრგუნოს ან გამოსცადოს ადამიანის რწმენა,სხვადსხვა გარემოებებიდან გამომდინარე ეშმაკი თავს გვესხმის და ეწინაღმდეგებება ჩვენს გადაწყვეტილებებს.მაგრამ უმთავრესი მისი ზიანი მაინც ისაა,დაამარცხოს ადამიანში რწმენა და შეუარაცხყოს იგი,გახადოს მოღალატე და სკეპტიკოსი და როცა ამას მიაღწევს,მაშინ ართმევს მას გულმოდგინებას და მოშურნეობას.მთელი ომი კი რწმენის გამო ხდება,რადგან იგი ყველაფრის მომცველია.თუ რწმენა შეგვერყა,ყველაფერი შეტორტმანდება და გაწყდება კიდეც ფრონტის ხაზი".
ნანახია: 714 | დაამატა: ana | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: