მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 07 » აზრი – აზრები...
17:08
აზრი – აზრები...
აზრი – აზრები... - OFFLine.Ge



„ღია საზოგადოება- საქართველოს" მხარდაჭერით განხორციელებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის 81 პროცენტი საკუთრ თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს, მაგრამ ჩემი გამოკითხვებიდან გამომდინარე თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ ამ 81 პროცენტში უმრავლესობას სახარება არ აქვს წაკითხული, თუ ჩემი არ გჯერათ რამოდენიმე ახლობელს შეეკითხეთ და დარწმუნდებით. აქდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას რომ ჩვენ გვაქვს აზოგადოება, რომელსაც ქრისტიანული ღირებულებების შესახებ ,ხოლოდ გაგონილი აქვს და შესაბამისად ამ საზოგადოებას აქვს საოცრად მცდარი აზრი, თუ რას ნიშნავს ქრისტიანობა.

მე განსაკუთრებულად გამოვყოფ ასევე ქრისტიანების რეაქციას როდესაც რაიმე რელიგიისსაწინააღმდეგოს შესთავაზებ, მათ ეშინიათ, ქრისტეც ამბობს "რამ შეგაშინათ მცირედ მორწმუნენო?"
მაგრამ მათ მაინც ეშინიათ და არათუ ეცნობიან არამედ უკუაგდებენ ხოლმე ყოველივეს რამაც შეიძლება რწმენა შეურყიოს მათ. მაგრამ თუ ადამიანს მყარი რწმენა გაქვს, არ უნდა გეშინოდეს დაბრკოლებების.

კიდევ გამოვყოფ მარხვას. რა არის მარხვა? რა არის მარხვის დანიშნულება? ეს არის სხეულის მოთხოვნილებების დათრგუნვაა სულის სასიკეთოდ და არა მისი განწმენდა სხვადასხვა ქიმიური ელემენტებისაგან ჰო? მაგრამ რას შვება მორწმუნე ხალხი (უმრავლესობას სახარება რომ არ აქვს წაკითხული) ? მარხვის დროს მაიონეზზე კი არ ამბობს უარს, არამედ მის ქიმიურ შემადგენლობაზე, და სიამოვნებით მიირთმევს ე.წ. სამარხვო მაიონეზს...
გამაღიზიანებელია ასევე, როდესაც სუფრაზე გესმის სამარხვო საჭმლის მოთხოვნის შეძახილები არა და გვეუბნებიან, რომ „ასევე როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი; ვინაიდან ისინი იმწუხრებენ სახეებს, რათა ადამიანებს მარხულებად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს საზღაური. ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, ზეთი იცხე თავზე და დაიბანე პირი, რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ დაფარულში მყოფ შენს მამას; და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღვავს."
ეს უბრალოდ მინდა ვუთხრა ისეთებს, რომლებიც თავს მორწმუნეებად თვლიან : )

ანუ მორწმუნე ადამიანიები ბოლომდე ვერ აღწევენ სხეულის და ხორციელი მოთხოვნილებების ნიჰილიზებას. ამბობენ, რომ ფეხზე დგომა ადამიანის საუკეთესო პოზაა, რადგანაც სულის სწრაფვას განასახიერებს ქვევიდან ზევით, მიწიდან ღვთისკენ. სქესობრივ განსხვავებულობაში კი ადამიანის სრულყოფილებისაკენ მიდრეკილება იკითხება. ანუ ხორციელ ტკბობაშიცაა მადლი– ის ადამიანუს გონებას უნდა დაემორჩილოს, რადგან ხორციელი გრძნობა სულის მისწრაფებებს აძლიერებს.
იგივე ხდება შუა საუკუნეებშიც, მაშინ როდესაც სახელმწიფო რელიგიად ქცეული ქრისტიანობა თან თრგუნავს ნებისმიერ ხორციელ გამოვლინებას, თან ადასტურებს, რომ ღმერთი ადამიანური სხეულით შეიმოსა და ადამიანი სულიწმინდის ტაძრად იქცა. შუა საუკუნეების ადამიანი ტავის რწმენას მარხვით წვრთნის მაგრამ ამავდროულად თვგასულ კარნავალებსაც აწყობს.
ასეთი შემთხვევების ბევრი წყარო არსებობს და თუ სურვილი გაგიჩნდებათ მოგაწვდით : )

მაგრამ მაინც რა არის დღევანდელოაში ქრისტიანობა? ვფიქრობ, ეს არის უმრავლესობის ბრმა რწმენა.. ადამიანს გაუაზრებლად სწამს, არ აქვს არაფრის წვდომის სურვილი, ან რა წვდომა უნდა მოსთხოვოისეთ ადამიანს რომელსაც "ვეფხისტყაოსანი" უფროსი დის კონსპექტებიდან აქვს ნასწავლი, მაგრამ ის შეიძლება მოვთხოვოთ ასეთს, რომ თავის თავს "მორწმუნე ქრისტიანი" არ უწოდოს. ხოლო ვინს ეს უკანასკნელი გზა არიჩია, კეთილი ინებოს და შეასრულოს მისი მოვალეობა, არა სხვების დასანახავად, როგორც ხშირად იქცევიან ხოლმე, არამედ ტავისი სინდისი გამო მაინც.

და თუ ვინმე გააღიძიანა ამ ჩემმა ნაწერა, ვთხოვ კიდევ ერთხელ დაფიქრდეს გაღიძიანების მიზეზზე და იმოქმედოს ისე როგორც ისეომ თქვა : „თუ ცუდად ვთქვი, დამიმოწმე ცუდის შესახებ, და თუ კარგად - რადა მცემ?" : )
 
 
ნანახია: 664 | დაამატა: ana | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: